ეკა მიშველაძე: სასამართლოში დამიბარეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა მიშველაძეც დაიბარეს - ჟურნალისტის პროცესი 12 ივნისს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.
განახლება: მოგვიანებით, ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას მარიამ ლაშხმა უჩივლა. საქმე ეხება Facebook სტატუს, სადაც ჟურნალისტმა "ქართული ოცნების" დეპუტატი "მონად" მოიხსენია.
ამასობაში, ვიდრე გადაცემა მიმყავდა, უწყებაც მიუტანიათ ჩემს იურიდიულ მისამართზე და ჰოი საოცრებავ! აბა თუ გამოიცნობთ ვინ ჩივის? მარიამ ლაშხი. აი ამ სტატუსის გამო, სქრინს ვდებ. ასე რომ, ხვალ 12 ივნისს, 16.00 საათზე, საქალაქო სასამრთლოში ვიქნები ძალიან კარგ ხალხთან ერთად- ნანუკა, ვიკა, დეა, ვახო, ანა, ელენე, ალეკო და ა.შ. ერთი რაც ძალიან მეწყინა, 41-ე დარბაზშია ჩემი პროცესი! ვის გაუბედეს?". - წერს ეკა მიშველაძე.
შეგახსენებთ, ეკა მიშველაძის გარდა, სასამართლოში ელენე ხოშტარია, დეა მამისეიშვილი, ვიკა ბუკია, ანი სუბელიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი დაიბარეს. ანი სუბელიანის შემთხვევაში, დავის საგანი სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსია, სადაც მან დეპუტატ ნინო წილოსანზე დაწერა, რომ ის "ნაძირალა არაქალია". რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, ტელეწამყვანის თქმით, მას "ოცნების" დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა უჩივლა.