ჩვენი მოძრაობის წევრს მეტროში თავს დაესხნენ... დაზარალებულია 3 სტუდენტი - "ჯიპას სტუდენტური ერთობა"
"ჯიპას სტუდენტური ერთობა" სოციალურ ქსელში წერს, რომ მეტროში მათი მოძრაობის წევრს თავს "ტიტუშკა" დაესხა - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, 3 სტუდენტი დაშავდა.
"ჯიპას სტუდენტური ერთობის" ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელი პერიმეტრს რამდენიმე მეტრით განარიდა, რის შემდეგაც "ტიტუშკა" უკან დაბრუნდა და საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობა განაგრძო.
დღეს ჩვენი მოძრაობის წევრს მეტროში თავს დაესხნენ. რუსული რეჟიმის ტიტუშკა მეტროში აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებულია 3 სტუდენტი. პოლიციამ თავდამსხმელი მხოლოდ რამდენიმე მეტრით გაარიდა ინციდენტის ეპიცენტრს, თუმცა შესაკავებლად სათანადო ზომები არ მიიღო, რის შედეგადაც თავდამსხმელი უკან დაბრუნდა და ძალადობა გააგრძელა აქციის მონაწილეებზე.
პოლიცია მოქალაქეებს არ იცავს, რეჟიმის მომხრეებს კი დაუსჯელობის სინდრომი აქვთ და თავს უფლებას აძლევენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს — მათ კი პასუხს არავინ სთხოვს. ასეთი უსამართლო და სასტიკია ქართული ოცნების პოლიტიკა. ქართული ოცნება და ყველა ამ რეჟიმის მომხრე დამნაშავეა დღევანდელ ინციდენტში. მოვა დრო და ყველა პასუხს აგებთ! დამხობა რეჟიმს!" - წერია განცხადებაში.