ბეჟან წაქაძე საჩივრებზე - "ვინც კანონს დაარღვევს, ყველა უნდა გაუშვა ციხეში"

12.06.25 12:03
ბეჟან წაქაძე საჩივრებზე -  "ვინც კანონს დაარღვევს, ყველა უნდა გაუშვა ციხეში"

"ვინც კანონს დაარღვევს, ყველა უნდა გაუშვა ციხეში" - ეს არის ციტატა "ქართულ ოცნებაში" გაკეთებული კომენტარიდან.

ეს ხდება იმ ფინზე, როცა ივანიშვილის პარტიის საჩვრების საფუძველზე, დღეს საქალაქო სასამართლოში 20-მდე პროცესია ჩანიშნული.

"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ისინი გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავენ და საჩივრები შეურაცხყოფისთვის დაწერეს. 

ვინც კანონს დაარღვევს, ყველა უნდა გაუშვა ციხეში, აზრის გამოხატვის გამო არავის იჭერენ. მოსამართლე გაარკვევს ყველაფერს"- უთხრა ბეჟან წაქაძემ ჟურნალისტს, რომელიც ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლისგან პასუხის მიღებას ცდილობდა ხომ არ ზღუდავს "ოცნება"  FB-ზე დაწერილი მისთვის მიუღებელი შეფასების აკრძალვით აზრის გამოხატვის თავისუფლებას?! 

ჟურნალისტის კიდევ კიდევ ერთ შეკითხვაზე, კანონის ამოქმედების შემდეგ, ადამიანები, ვისაც "ქართული ოცნების" მმართველობა არ მოსწონს, მათზე შეხედულებას შეიცვლიან, ბეჟან წაქაძე ამბობს: 

და როგორი წარმოდგენა აქვს საზოგადოებას ამა თუ იმ ადამიანზე, პიროვნებაზე, პარტიაზე, ეს ირკვევა არჩევმების პერიოდში - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი. 

ბეჟან წაქაძეს დავუსვით კითხვა, გეგმავს თუ არა მისი პარტია facebook-ის აკრძალვას, რაზეც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრმა გვითხრა რომ "არა". 

შეგახსენებთ, სასამართლოში ეკა მიშველაძე, ელენე ხოშტარია, დეა მამისეიშვილი, ვიკა ბუკია, ანი სუბელიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი დაიბარეს.  დავის საგანი სოციალურ ქსელში გავრცელებული "ქართული ოცნების" მიმართ დაწერილი კრიტიკული სტატუსებია.

მსგავსი სიახლეები