ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება
"პირველების" ინფორმაციით, ევროპარლამენტში 18 ივნისს "ბათუმელებისა" და ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება.
"მედიის თავისუფლება საქართველოში" - ასე ჰქვია დებატებს, რომელზეც ევროპელი პოლიტიკოსი ოთხშაბათს იმსჯელებენ.
"მზია ამაღლობელი ყველა პოლიტიკური პატიმრის სიმბოლოა" - ამბობენ განხილვის ავტორები.