პოლონელი ევროპარლამენტარი: ჩვენი ნაბიჯი "ოცნების" რეჟიმის, ქართული კოშმარის" წინააღმდეგ არის მიმართული!
უვიზო რეჟიმის საფრთხე - "პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პარტიის წევრთან.
კრისტოფ ბრეიზა არის ევროპარლამენტარი, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ხშირად საუბრობს.
ის პოლიტიკური ტრიბინიდან საუბრობდა, რომ "ქართული ოცნების" შეჩერების მექანიზმი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაა.
რაც შეეხება ტუსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, კრისტოფ ბრეიზა ამბობს, რომ პოლონეთის ნაბიჯი არა საქართველოს მოქალაქეების არამედ "რეჟიმის" წინააღმდეგ არის მიმართული.
ჩვენ გვინდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ ეს არ არის ნაბიჯი მოქალაქეების წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ნაბიჯი პოსტსაბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ახლა "ქართული ოცნება" ჰქვია, არაფერი აკავშირებს მას "ქართულ ოცნებასთან" - ეს ქართული კოშმარია. ამიტომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩვენ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ"- თქვა ევროდეპუტატმა.
დონალდ ტუსკმა 11 ივნისს, პოლონეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებაც ილაპარაკა და თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებთან ლობირებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.