მოწმეები, რომლებიც სინდისის პატიმრებს ხელს ვერ ადებენ - ვინ მიიყვანა დღეს ბრალდების მხარემ 8 პირის სასამართლო პროცესზე
სინდისის პატიმრების, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გიორგაძისა და ინსაფ ალიევის სასამრთლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარემ სამი მოწმე მიიყვანა - პატაკის შემდგენელი გამომძიებელი, თბილისის მერიის და პარლამენტის თანამშრომელი.
პარლამენტის თანამშრომელმა სასამართლოს უამბო, თუ როგორ დაზიანდა პარლამენტის ინფრასტრუქტურა, მწყობრიდან გამოვდა კონდიცირების სისტემის გარე აგრეგატი, თქვა ისიც, რომ მიყენებულმა ზიანმა 38 536 ლარი და 85 თეთრი შეადგინა, თუმცა მას დღეს ხელი არ დაუდია არცერთი სინდისის პატიმრისთვის და არ უთქვამს, რომ აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს.
თბილისის მერიის თანამშრომელმა ისაუბრა, თუ როგორ გამოიყენეს აქციის მონაწილეებმა მერიის ბალანსზე არსებული საგზაო ნიშნები ბარიკადებისთვის, თუმცა არც მას უთქვამს, რომ საბრალდებო სკამზე მჯდომი პირებიდან რომელიმემ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება.
საინტერესო იყო დღეს მოწმე პოლიციელის, პატაკის შემდგენელი გამომძიებელის ჩვენება, რომელმაც სასამართლოზე თქვა, რომ კონფიდენტმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ზვიად ცეცხლაძე და პატაკში მითითებული სხვა პირები ორგანიზებას აწყობენ", თუმცა კითხვაზე, თი ვინ იყო კონფიდენტი, მას არ დაუსახელებია.
2024 წლის 4 დეკემბერს, პირადმა კონტაქტმა მომაწოდა ოპერატიული ინფორმაცია იმაზე რომ ზვიად ცეცხლაძე და პატაკში მითითებული სხვა პირები ორგანიზებას აწყობენ. კანონსაწინააღმდეგო ნივთები სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ადვილად აალებადი სითხეები ან ფეიერვერკები. ოპერატიული ინფორმაცია მქონდა, რომ ის ნივთები რომელიც ინახებოდა ან პირადად, ან სახლში ან მანქანაში, ამას გამოიყენებდნენ მანიფესტიციებზე", - განაცხადა მოწმემ.
პროკურორები ამჯერადაც შემჩნეულები იყვნენ მოწმეების დახმარებაში, კერძოდ ადვოკატების ვარაუდით, პროკურორი პატაკის შემდგენელ გამომძებელს პასუხების გაცემაში ეხმარებოდა. აღნიშნულ ფაქტს დარბაზში ხმაური მოჰყვა.
- ცნობისთვის, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან.
- ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.