მოსამართლე დავით თეთრაულმა დავით ქაცარავას პროცესი გადადო
საქალაქო სასამართლოში "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ხელმძღვანელის, დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი გადაიდო.
ქაცარავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სასამართლოში "ოცნების" წევრის მიმართ დაწერილი კრიტიკული სტატუსის გამო დაიბარეს.
- ქაცარავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სასამართლოში "ოცნების" წევრის მიმარ დაწერილი კრიტიკული სტატუსის გამო დაიბარეს.
დავით ქაცარავა და არც მისი უფლებადამცველი სასამართლო სხდომას არ დასწრებია.
როგორც მოსამართლე დავით თეთრაულმა განაცხადა, დავით ქაცარავას ვერ დაუკავშირდნენ და ვერც დადგენილება ჩაბარდა, რის გამოც მოსამართლემ სასამართლო პროცესის გადადება გადაწყვიტა.
- ცნობისთვის, დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-ე16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.