საქალაქო სასამართლოში პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა

12.06.25 15:38
საქალაქო სასამართლოში პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა

 

 

საქალაქო სასამართლოში პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მობილიზება სავარაუდოდ მათე დევიძის პროცესს უკავშირდება.

ზუსტად 16:00 საათზე სასამართლოში მათე დევიძის დასკვნითი პროცესი უნდა დაიწყოს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ 21 წლის აქტივისტი აღმოჩნდეს პირველი სინდისის პატიმარი, რომლის საქმეზეც განაჩენი დღეს განაჩენი გამოცხადდეს.

სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტები და 21 წლის ბიჭის მხარდამჭერები შეიკრიბებიან. 

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები