სალომე ზურაბიშვილი მათე დევიძის სასამართლო პროცესზე მივიდა

12.06.25 16:04
სალომე ზურაბიშვილი მათე დევიძის სასამართლო პროცესზე მივიდა

 

 

სალომე ზურაბიშვილი სინდისის პატიმრის, მათე დევიძის სასამართლო პროცესზე მივიდა - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკვე სხდომათა დარბაზშია. 

ზურაბიშვილს ადგილზე შეკრებილ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

დღეს მათე დევიძის დასკვნითი პროცესია. 

არ არის გამორიცხული, რომ სწორედ 21 წლის აქტივისტი აღმოჩნდეს პირველი სინდისის პატიმარი, რომლის საქმეზეც განაჩენი დღეს განაჩენი გამოცხადდეს.

სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტები და 21 წლის ბიჭის მხარდამჭერები შეიკრიბებიან. 

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები