ხმაური საქალაქო სასამართლოში - მანდატურის სამსახურმა შენობიდან ერთი პირი ძალის გამოყენებით გაიყვანეს
ხმაური საქალაქო სასამართლოში - შენობიდან ერთი პირი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ამ წუთებში უამრავი ადამიანია შეკრებილი დარბაზთან, სადაც მათე დევიძის პროცესი იწყება. სხდომა პატარა დარბაზში იმართება, რის გამოც პროცესზე შესვლას ხალხი ვერ ახერხებს.
დღეს მათე დევიძის დასკვნითი პროცესია.
არ არის გამორიცხული, რომ სწორედ 21 წლის აქტივისტი აღმოჩნდეს პირველი სინდისის პატიმარი, რომლის საქმეზეც განაჩენი დღეს განაჩენი გამოცხადდეს.
სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტები და 21 წლის ბიჭის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.