"არ შემიძლია გადაწყვეტილების მოსმენა" - მათე დევიძემ სხდომა დატოვა, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

12.06.25 17:09
"არ შემიძლია გადაწყვეტილების მოსმენა" - მათე დევიძემ სხდომა დატოვა, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოსაცხადებლად გავიდა - სხდომა დატოვა თავად სინდისის პატიმარმა, მათე დევიძემ.

"არ შემიძლია გადაწყვეტილების მოსმენა" - თქვა მათე დევიძემ. 

დღეს დაცვის მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა თქვა. 

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები