მათე დევიძე მაგალითად დარჩება სინდისის და ღირსების - სალომე ზურაბიშვილი

12.06.25 17:25
მათე დევიძე მაგალითად დარჩება სინდისის და ღირსების - სალომე ზურაბიშვილი

მათე დევიძე მაგალითად დარჩება სინდისის და ღირსების - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "21 წლის ბიჭი “ სინათლის მაძიებელი” უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები ვისაც “ეტკინათ” “სიწითლე აღმოუჩნდათ”

  • სალომე ზურაბიშვილი საქალაქო სასამართლოშია - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სინდისის პატიმრის დასკვნით პროცესს ესწრება. 

ოცცადგილიან დარბაზში რომ ჩანიშნავ მათე დევიძეს საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მატარებელ სასამართლოს, ეს უკვე რეჟიმის შიშის ნიშანია ! 
21 წლის ბიჭი “ სინათლის მაძიებელი” უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები ვისაც “ეტკინათ” “სიწითლე აღმოუჩნდათ”.
მათე მაგალითად დარჩება სინდისის და ღირსების. პატარა ბიჭი არა სრულწლოვანი შესული ციხეში, 7 თვის მერე დადგა კაცად, და გვიჩვენებს ყველას სიმართლის გზას!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

მათე დევიძის პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა - გადაწყვეტილების და სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კომენტარს მედიასტან გააკეთებს. 

ფოტო: პუბლიკა 

მსგავსი სიახლეები