განაჩენის მოლოდინში - მათე დევიძის მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში უამრავი ადამიანია შეკრებილი
განაჩენის მოლოდინში - მათე დევიძის მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში უამრავი ადამიანია შეკრებილი.
ადგილზე იმყოფებიან როგორც მათე დევიძის ოჯახის წევრები და ახლობლები, ისე სხვა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, სამოქალაქო ატივისტები და ოპოზიცონერი პოლიტიკოსები.
სასამართლოს ეზოში იმყოფებიან ის პირებიც, ვინც მანდატურის სასმახურის თანამშრომლებმა სასამართლოს შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
მათე დევიძის პროცესზე ამ წუთებში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ არის გასული. სხდომა დატოვა თავად სინდისის პატიმარმა, მათე დევიძემ. ის განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება.