4 წლით და 6 თვით ციხეში - მათე დევიძის ბებიის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

12.06.25 18:00
4 წლით და 6 თვით ციხეში - მათე დევიძის ბებიის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მისი ოჯახის წევრები ცრემლებით შეხვდნენ.

"რა სიმართლითაც გადაწყვიტეს, იმ სიმართლით მაგათ ოჯახებს გადახედოს ღმერთმა" - თქვა სინდისის პატიმრის ბებიამ სასამართლოს დარბაზის დატოვების შემდეგ. 

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. 

სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები