სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, გადადგას მყისიერი ნაბიჯები - ნია გუგავა

12.06.25 18:03
სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, გადადგას მყისიერი ნაბიჯები - ნია გუგავა

საშინელებაა იმის ყურება, რომ მონა გალუსტაშვილმა მათე დევიძე 4 წლით და 6 თვის ვადით ციხეში გაუშვა, - ამის შესახებ მსახიობმა ნია გუგავამ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება.

ნია გუგავამ "ტვ პირველის" ეთერიდან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც მიმართა და მას მყისიერი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. 

ყველაზე რთულია ამ ყველაფრის ყურება. მათე მელიქიშვილის აქციებზე იყო, როდესაც დაიჭირეს. მეც იქ ვიდექი. ზუსტად ვიცი, რა ხდებოდა. საშინელებაა იმის ყურება, რომ 4 წლით და 6 თვით უსამართლო, მონა მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილი უშვებს მას ციხეში. ახლა გაიარა სალომე ზურაბიშვილმა და ერთს ვთხოვ, რაღაც დიდი ნაბიჯები გადადგან. 200 დღე გახდება, რაც რუსთაველს ვკეტავთ, მაგრამ არ არის ეს საკმარისი. საჭიროა მყისიერი ნაბიჯები". - განაცხადა ნია გუგავამ. 

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. 

სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები