მოსამართლე გალუსტაშვილო დაიმახსოვრე, შენს კარზე დააკაკუნებს სამართალი - მათე დევიძის დის პირველი კომენტარი
მოსამართლე გალუსტაშვილო დაიმახსოვრე, შენს კარზე დააკაკუნებს სამართალი - ეს არის მათე დევიძის დის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
ელენე დევიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ ჰქონდა, განაჩენის მოსმენა მისთვის ძალიან მძიმე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა იმედი სამართლიანი აგდაწყვეტილების, მაინც ძალიან მძიმე იყო განაჩენის მოსმენა. მოსამართლე გალუსტაშვილო კარგად დაიმახსსოვრე, შენს კარზე დააკაკუნებს სამართალი, შენ ღმერთი მოგიზღავს ამ სამაგიეროს მათესთისაც და სხვა ბიჭებისთვისაც. შენ თუ გგონია, იმდენი ხანი დასჯები, რომ სხვებსაც მიუსაჯო, ცდები, დღეები გაქვს დათვლილი იცოდე, სამართალი მოგიკაკუნებს ძალიან მალე. პროკუროს სახე არ აქვს, ეგ არის ურჩხული"- ამბობს ელენე დევიძე.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.