ეკა მიშველაძის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

12.06.25 18:32
ეკა მიშველაძის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

ეკა მიშველაძის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება - "ტვ პირველის" ჟურნალისტს მარიამ ლაშხმა უჩივლა.

საქმე ეხება Facebook სტატუს, სადაც ჟურნალისტმა "ქართული ოცნების" დეპუტატი "მონად" მოიხსენია. 

  • ცნობისთვის, დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.

ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები