რეჟიმის მსახურმა სასამართლომ დღეს მათეს თავი საჩვენებლად მიართვა უსამშობლო პატრონს! - მამუკა ხაზარაძე

12.06.25 18:33
რეჟიმის მსახურმა სასამართლომ დღეს მათეს თავი საჩვენებლად მიართვა უსამშობლო პატრონს! - მამუკა ხაზარაძე

სინდისის პატიმრის, მათე დევიძის ციხეში 4 წლით და 6 თვის გაშვებას სოციალურ ქსელში "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება. 

ხაზარაძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს და წერს, რომ "რეჟიმის მსახურმა სასამართლომ დღეს მათეს თავი საჩვენებლად მიართვა უსამშობლო პატრონს! "

ხაზარაძე ამბობს, რომ ეს მათე დევიძისადმი გამოტანილი განაჩენი "ივანიშვილის კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომაა". 

რეჟიმის მსახურმა სასამართლომ დღეს მათეს თავი საჩვენებლად მიართვა უსამშობლო პატრონს! 
ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ივანიშვილის კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომაა!
მათე დღეს ყველა ჩვენგანის შვილია - შეუპოვრობის, თავდადების და ძლიერი სულის სიმბოლოა. 
მაგარო ბიჭო, არ გატყდე! თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველას არ შეუძლია!
შენს გვერდით გვიგულე!- წერს მამუკა ხაზარაძე. 

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. 

სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.

განაჩენს სასამართლოს დარბაზსა და ეზოში შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები