თავისუფლება მათეს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს - ანიტა რაჭველიშვილი
მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ მათე დევიძის საქმეზე გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
თავისუფლება მათეს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!". - წერს ანიტა რაჭველიშვილი.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.
განაჩენს სასამართლოს დარბაზსა და ეზოში შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.