სინდისის 8 პატიმარი პატიმრობაში რჩება - რა ჩვენება მისცეს დღეს სასამართლოს პროკურატურის მოწმეებმა
სინდისის 8 პატიმარი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ გაიზიარა ადვოკატების შუამდგომლობა და ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან ისევ ციხეში დააბრუნა. თუმცა მანამდე სასამართლო საკუთარ ჩვენებებში დაკარგულ მოწმეებს უსმენდა. მათ შორის იყო გამომძიებელი, რომელის ერთი ოქმის საფუძველზე ხელბორკილები 8 ახალგაზრდას ერთ დღეს დაადეს. პოლიციელი საგულდაგულოდ მალავდა იმ აგენტის ვინაობას, ვისი ინფორმაციის საფუძველზეც სინდისის პატიმრები ციხეში აღმოჩნდნენ.
პროკურატურის მიერ სასამართლოში მიყვანილი მოწმეები დღეს ყვებოდნენ, რომ პარლამენტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, გაფუჭრდა კონდიცირების გარე აგრეგატი, დაზიანდა ფანჯრები და ფარდა-ჟალუზები. მთავარი კითხვა ადვოკატებმა დასვეს კონრეტულად განსასჯელის სკამზე მსხდომმა რომელმა ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული? ამ კითხვაზე მოწმეებს პასუხები არ ჰქონდათ.
საინტერესო იყო სინდისის პატიმრების პროცესზე მოწმის სახით დაბარებული გამომძიებელის ჩვენება, რომელიც დღეს ამტკიცებდა, რომ ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის საუბრის ვიდეო სამთავრობო ტვ იმედის გვერდზე ნახა.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.