4 წლით და 6 თვით ციხეში გაშვებული 21 წლის მათე დევიძე - სინდისის პატიმრების მშობლების პირველი ემოციები და კომენტარები
4 წლით და 6 თვით ციხეში გაშვებული 21 წლის მათე დევიძე - სინდისის პატიმრების მშობლებისთვის, რომელთა შვილები განაჩენის მოლოდინში დგანან, განსაკუთრებით მძიმე იყო მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება.
გული გამიხეთქეს. ასე უგულოები როგორ გახდნენ. ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ეს ქვეყანა და ეს ახალგაზრდები უნდა გადავარჩინოთ. გამოდით ხალხო გარეთ", - ამბობს ზვაიდ ცეცხლაძის დედა.
უმძიმესი დღეა, საშინელი უსამართლობააა, ასმაგად რთულია. ამ უსამართლობას გასაქანი არ უნდა მივცეთ", - თქვა ანდრო ჭიჭინაძის დედამ.
შეჰყავთ ადამიანები ციხეში და უნდათ, რომ საუკეთესო შვილები გააბოროტონ", - ამბობს გიორგი მინდაძის დედა
დღეს მათე დევიძე არის გმირი, რომელმაც დრეს, მთელ "ოცნებას" გაჯობათ. ტქვენ აუცილებლად წახვალთ და ჩვენ გაბვიმარჯვებთ. მათე დევიძემ დღეს თქვა, მე ვეძებენ სინათლეს სიბნელეში. ის აუცილებლად იპოვის სინათლეს სიბნელეში ჩვენთან ერთად. ჩვენ გავიმარჯვებთ,ე სენი აუცილებლად წავლენ", - თქვა გიორგი ჩიკვაიძის დედამ.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.