ჟორჟოლიანი: "თაზოს ყვირილი ისმოდა "ნუ მცემთო", მოსამართლეს ადვოკატმა უთხრა იმოქმედეთო" - რა იყო მილდენბერგერის პასუხი?

12.06.25 20:45
ჟორჟოლიანი: "თაზოს ყვირილი ისმოდა "ნუ მცემთო", მოსამართლეს ადვოკატმა უთხრა იმოქმედეთო" - რა იყო მილდენბერგერის პასუხი?

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თაზო დათუნაშვილს ძალის გამოყენებით მაშინ აკავებდნენ, როცა სასამართლოში მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის პროცესი მიმდინარეობდა.

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სხდომაზე გარედან მკაფიოდ ისმოდა ხმები "ნუ მცემთო", რის შემდეგაც ადვოკატმა მოსამართლე ლელა მილდენბერგერს უთხრა, რომ ემოქემდა, თუმცა როგორც ტელეწამყვანი "პირველებთან" ყვება, მოსამართლის პასუხი ასეთი იყო -  "ეს სხვა სისხლის სამართლის საქმეა"

არც კი მოიკითხა მოსამართლემ, მოგვიანებით გავიგეთ რომ თაზო დათუნაშვილი იყო - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

ჩემი შვილის საქმე განიხილებოდა, მოსამართლე იყო მილდრბერგერი. სასამართლო დარბაზის უკან თურმე არის ის დერეფანი, სადაც მანდატურები შედიან, მოკლედ მანდატურების დერეფანია. როგორი ბრახუნით გაჰყავდათ ვიღაც იცით, ხმები სიმოდა ძალიან მკაფიოდ, მაშინ საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო, ყვიროდა, ნუ მცემთო და ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, ეს ხმები ხომ გესმით, იმოქმედეთო და მილდენბერგერმა უპასუხა - ეს სხვა სისხლის სამართლის საქმეაო. ანუ ცხადად ისმოდა "ნუ მცემთო" და არც კი მოიკითხა მოსამართლემ, მოგვიანებით გავიგეთ რომ თაზოა. იცით, როგორი მოსამართლა, მეზობელი კაცი ქალს რომ სცემდეს, კივილის ხმა რომ გამოდიოდეს, იტყვის, ეს მე არ მეხება და ასეთი ქალი არის დღეს მოსამართლე და გვასამართლებს", - აბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

ცნობისთვის, 2 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი სასამართლოში დააკავეს თუმცა ამ დრომდე უცნობია, სად ჰყავთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. კოალიციის წევრების თქმით, მათი თანაგუნდელი ნაცემია.

მსგავსი სიახლეები