უნივერსიტეტთან მიმდინარე აქცია გამთენიისას პოლიციამ დაშალა
მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გამთენიისას პოლიციამ დაშალა.
პოლიციამ დემონსტრანტებს 15 წუთიანი ვადა მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად.
ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მათ გზაზე პოლიციელების კორდონი ჩააყენეს და აქციის მონაწილეები აიძულეს გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ.
შეგახსნებეთ, რომ პროტესტის ტალღამ ჭავჭავაძის გამზირი მას შემდეგ მოიცვა, რაც 21 წლის მათე დევიძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.