ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება - პირს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე პირს 14 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა და ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „დ“ ქვექპუნტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,- ნათქვამია ინფორმაციაში.