"ჩვენ აუცილებლად წამოვდგებით, ერთმანეთს წამოვაყენებთ და გიტარაზეც ერთად დავუკრავთ“ - რეზო კიკნაძის მიმართვა მათე დევიძეს

13.06.25 13:54
"ჩვენ აუცილებლად წამოვდგებით, ერთმანეთს წამოვაყენებთ და გიტარაზეც ერთად დავუკრავთ“ - რეზო კიკნაძის მიმართვა მათე დევიძეს

 

 

„ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ჩვენ აუცილებლად წამოვდგებით, ერთმანეთს წამოვაყენებთ და გიტარაზეც აუცილებლად ერთად დავუკრავთ“, - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძემ მათე დევიძეს, როემლსაც გუშინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

  • საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს

კიკნაძემ გალუსტაშვილს სასამართლოზე პირდაპირ უთხრა, რომ მასაც აუცილებლად გაასამართლებენ.

„ქალბატონო ნინო, როდესაც წლების შემდეგ შვილიშვილები გკითხავენ, ქვეყნის ბედი რომ წყდებოდა, ხალხი თავისუფლებისთვის იბრძოდა და თავს სწირავდა ამისთვის, შენ სად იყავი მაშინო? რას უპასუხებ, ხელს ვუშლიდი ამაშიო? და სამშობლოს სიყვარულისთვის, მემკვიდრეობისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ციხეში ვუშვებდიო? არა უშავს, ადრე თუ გვიან, მათე თავაწეული გამოვა, გააღებს ციხის კარებს", - თქვა რეზო კიკნაზემ.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები