სინდისის პატიმრების უფლებადამცველები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილებას ითხოვენ

13.06.25 14:00
 სინდისის პატიმრების უფლებადამცველები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილებას ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი  მიმდინარეობს- პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 აქტივისტის უფლებადამცველები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილებას ითხოვენ.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ “გალუსტაშვილი პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და ამის გამო, პროცესებს არ უნდა წარუძღვეს.“

ისინი მოტივად მის მიერ გუშინდელ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებენ, რა დროსაც მოსამართლე გალუსტაშვილმა მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ბექა ხახობაშვილის განცხადებით, მოსამართლის მიერ გუშინ მიღებული განაჩენი არის ახალი გარემოება, რომელიც ადასტურებს რომ „მოსამართლემ პოლიტიკურად მოტივირებული, უკანონო განაჩენი მიიღო“.

თქვენს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება, არის ის ობიექტური გარემოება, როემლცი ადასტურებს, რომ თქვენ პოლიტიკურად მოტივირებული, უკანონო განაჩენი მიიღეთ, 21 წლის მათე დევიძის მიმართ. თვქნ, ამ განაჩენით, ფაქტობრივად გახდით პოლიტიკური მართლმსაჯულების ინსტრუმენტი ხელიოსუფლების პირობებში. თქვენი მოქმედებები, ჩვენთვის, დაცვის მხარისტვის გახდა განჭვრეტადი. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური, არცერთი ეს კომპონენტი ამ შემთხვევაში დაცულია რ არის. თქვენუ გუშინდელი მოქმედება დაცვის მხარეს აფიქრებინებს, რომ სამომავლო პერსპექტივაში თქვენ არ იქნებით ობიექტური, ყველაფერს პოლიტიკურ კონტექტში შეაფასებთ, რადგან ეს ადამაინები, სინდიდის პატიმრები, მტკიცებულებების გარეშე სამართლდებიან. ვაყენებთ თქვენს აცილებას, რადგან არ არსებობს თქვენდამი ნდობა,- განაცხადა ადვოკატმა, ბექა ხახობაშვილმა.

მსგავსი სიახლეები