„თავაწეული წავიდა „უსასრულო წყვდიადში სინათლის საძებნელად“ და იპოვის" - ლანა ღოღობერიძე მათე დევიძეზე

13.06.25 14:11
„თავაწეული წავიდა „უსასრულო წყვდიადში სინათლის საძებნელად“ და იპოვის" - ლანა ღოღობერიძე მათე დევიძეზე

„თავაწეული წავიდა „უსასრულო წყვდიადში სინათლის საძებნელად“ და იპოვის...და ისევ დაუკრავს და იმღერებს" - ასე ეხმაურება რეჟისორი ლანა ღოღობერიძე 21 წლის მათე დევიძისადმი 4 წლით და 6 თვით ციხეში გაშვებას სოციალურ ქსელში.

კინორეჟისორი ამბობს, რომ მათე დევიძე დღეს უსამართლობასთან მედგრად ბრძოლის, გაუსაძლისის გაძლების, კეთილშობილების და რაც მთავარია, სიმართლის გამარჯვების სიმბოლოა.

მთავარია, ჩვენ არ ჩამოვყაროთ ხელები და ვიბრძოლოთ საერთო მიზნის მისაღწევად - წერს ლანა ღოღობერიძე. 

ის იტყვის, თუ დაწერს კიდევ ბევრ ბრძნულ და მართალ სიტყვას. ეს საოცარი ნათელ ღიმილიანი ბიჭი, რომელმაც ერთხელ, ძალადობისგან სხვათა დასაცავად, მოიქნია დროშის ტარი, რომელიც არავის არ მოხვედრია - ამ ამბავში ხომ დაზარალებულიც არ არსებობს!

მათე დევიძე დღეს უსამართლობასთან მედგრად ბრძოლის, გაუსაძლისის გაძლების, კეთილშობილების და რაც მთავარია, სიმართლის გამარჯვების სიმბოლოა. ისევე, როგორც სხვა სინდისის პატიმრები. ისევე, როგორც ასეთივე მოღიმარი, მშვიდი და მედგარი მზია ამაღლობელი. მათე იპოვის სინათლეს, დაბრუნდება და ისევ დაუკრავს და იმღერებს.

მთავარია, ჩვენ არ ჩამოვყაროთ ხელები. არ დავკარგოთ გამარჯვების რწმენა. სხვა თუ არაფერი, ამას სინდისი პატიმრების და მათი მშობლების არნახული სიმაგრე და სილაღე გვავალდებულებს. ამიტომაც უნდა დავძლიოთ ყველაფერი, რაც გვთიშავს და ერთად, მძლავრი ეროვნული სულისკვეთებით, ვიბრძოლოთ საერთო მიზნის მისაღწევად!“ - დაწერა ლანა ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში.

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები