წინა ხელისუფლების დროს, პოლიტპატიმრების საქმეებზე ვმუშაობდი და სანატრელი გამიხდა ის დრო-ნათია კოტრიკაძე
30 წელია ადვოკატი ვარა, სააკაშვილის დროს პოლიტპატიმრების საქმეებზეც მიმუშავია, მაგრამ წარმოიდგინეთ, სანატრელი გამიხდა ის დროს, - ასე მიმართა სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, ნათია კოტრიკაძემ მოსამართლე გალუსტაშვილს, რომელის სინდისის 11 პატიმრის საქმეს განიხილავს.
კოტრიკაძის თქმით, “მიუხედავად იმის, რომ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა, მაშინ მსგავსი არ ხდებოდა“.
“მსგავსი არ ხდებოდა, მონობაზე და წყევლაზე. კონსტიტუცია მოირგეს, დასახიჩრეს და დაანაწევრეს“,- თქვა მან.
30 წელია, ადვოკატი ვარ და მიშას დროს, 220 პოლიტპატიმრიდან 180-ის საქმეებზე მე ვმუშაობდი, წინა მოსამართლეებსაც ეგონათ, რომ ყველაფერი შერჩებოდათ, მაგრამ წარმოიდგინეთ, მე დღეს უფრო მიკვირს და სანატრელი გამიხდა ის დრო. ყველამ იცის ჩემი პოზიცია, რომ მე ნაცი არ ასდროს ვყოფილვარ და მიშა სააკაშვილის და მისი ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდი, მართლა სანატრელი გამიხდა, რადგან ასეთი მსგავსი არ ხდებოდა, მონობაზე და წყევლაზე. კონსტიტუცია მოირგეს, დასახიჩრეს და დაანაწევრეს. უნდა დავწერო სიტყვა “მონა“ და სასამართლო არ მასვენებს და იქბნებ ერთი 10 დღე გამომკეტოთ და დამასვენოთ- განაცხადა კოტრიკაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს.