თუ სასამართლო ობიექტური არ იქნება, ქვეყანაში სულ არეულობა იქნება-ანდრო ჭიჭინაძის მიმართვა სასამართლოზე
გადასარევად გვახსოვს წინა მთავრობის დროს, როგორ ექცეოდა სისტემა ადამიანებს - ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და შეეცვალათ, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი,- ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, “დღევანდელი დღე დამოკიდებულია გამბედაობაზე და გამბედავ ადამიანებზე.“
სოლიდარობა მინდა გამოვხატო, მათე დევიძის მიმართ. ეს სასამართლო სისტემა წინა მთავრობის დროს შეიქმნა. გადასარევად გვახსოვს წინა მთავრობის დროს, როგორ ექცეოდა ეს სისტემა ადამიანებს - ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და შეეცვალათ, სახელებიც და გვარებიც კი არ შეუცვლიათ. თუ სასამართლო არ იქნება ობიექტური, არაფერი იქნება ობიექტური და ქვეყანაში იქნება სულ არეულობა. დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, თავიანთი ნაბიჯით, გაბედონ-განაცხადა ჭიჭინაძემ.