ჩვენც შენთან ერთად მოვდივართ გადაკარგულ წყვდიადში, რათა ერთად ვეძიოთ სინათლე - ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართვა მათე დევიძეს
სინდისის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი მათე დევიძეს მიმართავს. პროევროპულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი თანამოაზრე პატიმარსს საკნიდან ეუბნება, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება და იმ მიაღწევენ მიზანს, რის გამოც ციხეებში ჩასვეს.
“ჩვენც შენთან ერთად ვიტირეთ და ჩვენც შენთან ერთად განვიცადეთ“,- ამბობს ჯავახიშვილი აუდიო ჩანაწერში.
მათე, ვიცი, რომ იტირე, ჩვენც შენთან ერთად ვიტირეთ, შენთან ერთად ვიბრძვით, ჩვენ ერთნი ვართ, ისე მაგრად უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს. შენ ჩვენი ძმა ხარ, იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში გუშინ პირველად გაგიცანი. გვიყვარხარ ყველას და დაგველოდე, რადგან ვინც ტყვეობაში ვართ, ჩვენც შენთან ერთად მოვდივართ გადაკარგულ წყვდიადში, რათა ერთად ვეძიოთ სინათლე. მგონი, ამ სიტყვებით ყველაფერი ვთქვი, ბრძოლა ბოლომდე,
ქოცებო, თქვენი დასასრული ახლოვდება, გავიმარჯვებთ სახელოვნად, არალეგიტიმურო, ვითომ ხელისუფლებავ, მოგმართავთ თქვენ, ვინც პარლამენტში ზიხართ და ხალხის ფულს ჭამთ, რუსეთის მონები, ბიძინას მონები, ოლე-ოლა. გეგონათ, ციხით შეგვაშინდებით, მაგრამ არ გამოგივიდათ, თქვენი ეს მცდელობა ფარსი აღმოჩნდა. ბიძინას მონები, თუ გინდათ მშვიდობდა, დათმეთ ძალაუფლება, ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილია და ეს იცოდეთ,- ამბობს ჯავახიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.