მხილების სერია სინდისის პატიმრების პროცესზე - მოწმე პოლიციელი ტყუილში რამდენჯერმე გამოიჭირეს
სინდისის პატიმარი, რომელზეც მოწმე პოლიციელი ამტკიცებდა, რომ დარბაზში იმყოფებოდა და თვალებში უყურებდა, პროცესზე საერთოდ არ მჯდარა. ვალერი თეთრაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა. პოლიციელი, რომელიც ადვოკატმა სამართლებრივად გააშიშვლა, საქმის მასალების მიხედვით, თეთრაშვილის და ჯანო არჩაიას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა. გოგიტა ხარატიშვილი პროკურატურამ დღეს სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მიიყვანა.
გოგიტა ხარატიშვილის მხილება ამით არ დასრულებულა. მეორედ ცრუ ჩვენების მიცემაში პოლიციელი უკვე თავად სინდისის პატიმარმა გამოიჭირა.
ჯანო არჩაიამ პოლიციელს მისი უკანონო დაკავების ეპიზოდები გაახსენა და სთხოვდა, სხდომაზე სიმართლე ეთქვა.
"არ მესმის რაზე საუბრობთ" - ასე ირიდებდა თავიდან გამომძიებელი გოგიტა ხარატიშვილი მხილებას.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.