გასამართლება ფეისბუქ პოსტების გამო - ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს ერთმანეთის მიყოლებით აჯარიმებენ
ფეისბუქზე "ქართული ოცნების" მიმართ ნებისმიერი სმაილის გამოყენებაც შეიძლება, სამართალდამრღვევად ჩაითვალოს - ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ნანუკა ჟორჟოლიანს მისი სასამართლო პროცესიდან. დღეს ჟურნალისტი არკვევდა, რატომ ჩათვალა შინაგან საქმეთა სამინსტრომ ან მარიამ ლაშხმა შეურაცხყოფად იმ ახალი ამბის გაზიარება, სადაც წერია, რომ აქტივისტები მარიამ ლაშხის სახლთან იყვნენ მისულები და კედელზე დატოვეს წარწერა "მონა". სტატუსს, მხოლოდ ღიმილის სიმბოლო ჰქონდა დამატებული.
ფეისბუქ სტატუსების გამო სასამართლოში დღეს დაჯარიმების სერია გაგრძელდა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4 ათასი ლარით დააჯარიმა ეკა მიშველაძე. მოსამართლემ მარიამ ლაშხის უფლებები დაიცვა და ამტკიცებდა, რომ ეკა მიშველაძის სტატუსი და მის ქვეშ არსებული კომენტარები გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდებოდა.
ლაშა ტალახაძის საჩივრის საფუძველზე 4 ათასი ლარით დაჯარიმდა ალეკო ელისაშვილიც. მოსამართლე მილდენბერგერმა გუშინდელ სხდომაზე ის ჯერ გააძევა, დღეს კი დააჯარიმა. მისი თანაპარტიელები თვლიან, რომ ეს ყველაფერი ტოტალური კონტროლისთვის ხდება.
სანქცირებულმა მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა 4 ათასი ლარით დააჯარიმა "ერთობის" წევრი გორგი ტუმასიანიც. მას მარიამ ლაშხმა უჩივლა სწორედ იმ დროს, როცა ტუმასიანმა სოლიდარობა გამოხატა სტუდენტების თათია აფრიამაშვილისა და ლიკა ლორთქიფანიძის ციხეში გაშვების გამო.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.