იუსტიციის სამინისტროს აღიარება - უწყება ადასტურებს, რომ ციხეებში გაშიშვლების პრაქტიკა არსებობდა

13.06.25 20:55
იუსტიციის სამინისტროს აღიარება - უწყება ადასტურებს, რომ ციხეებში გაშიშვლების პრაქტიკა არსებობდა

რამდენიმე თვიანი უარყოფის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ციხეებში პატიმრებს აშიშვლებდნენ და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. პაატა სალიას უწყების აღიარება მას შემდეგ მოვისმენთ, რაც სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამრთლოში იჩივლა და დამამციერებელი მოპყრობის აკრძალვა მოითხოვა. სასამრთლოში დავის დაწყებამდე იუსტიციის სამინისტრომ აღიარა, რომ ციხეებში პატიმრების გაშიშვლება ხდებოდა და მოსამრთლეების გადაწყვეტილებამდე თქვა, რომ ამ პრაქტიკაზე უარს იტყვის.

ქვეყანაში პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე მსჯავრდებულმა ამაზე სჯაროდ ლაპარკი გაბედა. თუმცა იუსტიციის სამინსიტრო ამტკიცებს, რომ ასეთი პრაქტიკა არ ყოფილა. ჩნდება კითხვა, თუ პატიმრებს არ აშიშვლბედნენ, რაც მათი ღირსების შელახვა იყო, მაშინ რა წესი შეცვალა იუსტიციის სამინისტრომ. განცხადებაში, რომელიც პაატა სალიას უწყებამ დღის ბოლო გაავრცელა, წერია, რომ გაშიშვლება ისევ მოხდება, ოღონდ სხეულის გარკვეული ნაწილების.   

იურისტები, რომლებიც დაკავებული პირების ინტერესებს იცავენ, ამბობენ,  რომ ციხეებიდან პატიმრების გამოყვანის და უკან დაბრუნების დროს, ადგილი ჰქონდა სრულად გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთებას. ამ მავნე პრაქტიკას მიმართავდნენ პოლიციის განყოფილებებებშიც.  

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები