ქართველი ემიგრანტები კონფლიქტის ზონაში - "მომარაგებული გვაქვს საკვები, წყალი, სირენების ხმაზე ბომბდამცავ ოთახებში გადავდივართ"

14.06.25 11:20
ქართველი ემიგრანტები კონფლიქტის ზონაში - "მომარაგებული გვაქვს საკვები, წყალი, სირენების ხმაზე ბომბდამცავ ოთახებში გადავდივართ"

ირანმა ღამით ისრაელის 200-მდე ბალისტიკური რაკეტით შეუტია - კონფლიქტის ზონაში მყოფი ქართველ ემიგრანტებს თავშესაფრებში გადასვლა დაახლოები ყოველ 2 საათში ერთხელ უწევდათ.

10 წუთით ადრე მოდის გამაფრთხილებელი სიგნალი, როცაც მოვიდა სიგნალი და მოვედი დაცულ ადგილას, ზუსტად ის გზა, სადაც მე ვიყავი და რომელი გზაც გამოვიარე, იქ მოხდა ვარდნა. ძალიან დაძაბულია სიტუაცია.

ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ საკვები და წყალი მომარაგებული აქვთ, დეფიციტი არ არის თუმცა, წინასწარ არ იციან გამაფრთხილებელი სიგნალი როდის მოვა, ამიტომ წინასწარ ყველაფრისთვის მზად არიან. 

ერთი რაკეტა თელავივში ჩამოვარდა და დაახლოებით 5 რაკეტის ფრაგმენტი კიდევ. დაშავებულები არიან, მაგრამ მცირე რაოდენობით. მუდმივად გვაწვდიან გაფრთხილებებს. მოვიმარაგეთ წყალი, პროდუქტები, არა იმიტომ, რომ რამე იქნება ქვეყანაში - რამის დეფიციტი, უბრალოდ სირენების დროს არ მოგვიწიოს დავტოვოთ სახლები და ბომბდამცავი ოთახები და როგორც ყოველთვის ვიყოთ მზად. როცა სირენების ხმა იწყება, დაწყებული იდებით,დამთავრებული ბავშვებით, ყველა აფარებს თავს ოთახებს. 

გუშინ ისრაელში ორი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ღამე იყო. ბოლო ბალისტიკური რაკეტა ისრაელში დილის 05:00 საათზე ჩამოვარდა, კერძო სახლს დაეცა და ორი ადამიანი იმსხვერპლა. 

ამ წუთებში თელავივში სიმშვიდეა. თუმცა მთელი ღამის განმავლობაში ხალხს თავშესაფრებში გადასვლა ყოველ 2 საათში უწევდათ.

სამხედრო ხელმძღვანელობის ლიკვიდირებით გაბრაზებულმა ირანმა ისრაელისკენ ღამით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათი უმეტესი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ცაშივე გაანეიტრალა.  სარკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 50 ადამიანი. 

 

მსგავსი სიახლეები