"გამოუცხადე სოლიდარობა მათე დევიძეს" - დღეს თელავში საპროტესტო აქცია გაიმართება

14.06.25 11:39
"გამოუცხადე სოლიდარობა მათე დევიძეს" - დღეს თელავში საპროტესტო აქცია გაიმართება

"გამოუცხადე სოლიდარობა მათე დევიძეს - მათეს ქალაქიდან" - ამ მოწოდებით დღეს თელავში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.   

სინდისის პატიმრის მხარდამჭერები უკვე შეიკრიბნენ რესპუბლიკის მოედანზე და თბილისიდან კახეთის მიმართულებით დაიძვრებიან.  ზუსტად ორ საათზე თელავში თეატრის წინ სამოქალაქო აქტივისტები ელოდებიან ყველას, ვინცც ფიქრობს რომ 21 წლისს აქტივისტისთვის გამოტანილი განაჩენი უსამართლობაა.

აქციაა დაანონსეული 14:00 საათზეე და 19:00. დღევანდელ შეკრებას სიმბოლურად გასდევს საბრალდებო სკამიდან ევროპული მომავლიც ერთ-ერთი მცველის მიერ წარმოთქმეული სიტყვები: "მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში...."

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები