ისრაელის თავდაცვა: ღამით გამანადგურებელი თვითმფრინავებით თეირანში ირანის საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურას დავარტყით

14.06.25 11:55
ისრაელის თავდაცვა: ღამით გამანადგურებელი თვითმფრინავებით თეირანში ირანის საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურას დავარტყით

ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღამით თეირანში ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებსდა  ინფრასტრუქტურას დაარტყეს, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ირანის დედაქალაქში საჰაერო დარტყმების რამდენიმე ტალღა განახორციელეს.

„გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ პროფესიონალიზმითა და სიზუსტით გვემოქმედა“, - აღნიშნა ისრაელის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. 13 ივნისის საღამოსა და 14 ივნისის ღამეს ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიშები განახორციელა და 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა თელ-ავივსა და იერუსალიმში ისმოდა.

 

მსგავსი სიახლეები