შსს ლექსო სამხარაძის დაკავებას ადასტურებს - სად არის გადაყვანილი აქტივისტი
შსს ლექსო სამხარაძის დაკავებას ადასტურებს - როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აქტივისტს გუშინ სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს ცნობით სამხარაძე დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
სამხარაძეს გუშინ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა - აქტივისტს "ქართული ოცნების" დეპუტატის დავით მათიკაშვილისთის ქუჩაში დისკომფორტის შექმნას ედავებიან. სწორედ მათიკაშვილმა უჩივლა ლექსო სამხარაძეს.
*თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა*.
*ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დაკავეს.*
*ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების", - წერია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, თავდაპირველად ლექსო სამხარაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქტივისტის მეგობრებმა გაავრცელეს.