"მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში" - თელავში მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
აქცია თელავში - თბილისიდან კახეთში ჩასული სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო მარშის დასაწყებადდ ემზადებიან. თელავის თეატრთან ახლა უამრავი ხალხია შეკრებილი, მათ შორის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები. ადგილზე ასევე მივიდა დედა სიდონია.
დღევანდელი მსვლელობა მათე დევიძეს ეძღვნება, 21 წლის აქტივისტს რომელსაც სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ციხეში გაუშვა.
მოქალაქეებს მათეს ქალაქში საპროტესტო ბანერები აქვთ ჩატანილი წარწერით - "მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში....".
მათე შენ მალე ჩვენთან იქნები, "ოცნება" წავა, სადაც საჭიროა! მე მათეს დეიდა ვარ და ძალიან ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი", - ამბობს დეიდა.
აქციის მონაწილეები მათეს და მასთან ერთად დაკავებული სხვა სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. პროტესტი თელავში ახლა იწყება და ის 19:00 საათამდე გაგრძელდება.