"საჭმელი და წიგნი არ შეგვაგზავნინეს" - ლექსო სამხარაძე ზაჰესის იზოლატორში შეასახლეს

14.06.25 15:48
"საჭმელი და წიგნი არ შეგვაგზავნინეს" - ლექსო სამხარაძე ზაჰესის იზოლატორში შეასახლეს

ლექსო სამხარაძე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლესს. პატიმრობის მომდევნო ორ კვირას სამოქალაქო აქტივისტი  სწორედ იქ გაატარებს.

  • პროევროპული აქციის აქტიური მონაწილე იმის გამო დააკავეს, რომ მან ქუჩაში პროტესტი გამოხატა და ქართული ოცნების ერთ ერთ დეპუტატს, დავით მათიკაშვილს პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა უმღერა.

იზოლატორთან მივიდნენ ლექსოს მეგობრები, მათ აქტივისტისთვის საკვების და წიგნების შეგზავნა სურდათ, თუმცა უარი უთხრეს. 

ასეთი რამ ხდებოდა 37 წელში საბჭოთა კავშირში - ამბობენ დაკავებული ახალგაზრდის მეგობრები. 

საბჭოთა რეჟიმში ვცხოვროებთ. ახლა მოვიტანეთ რაღაცები, რომ ლექსოსთვის შეგვეგზავნა. საჭმელი და წიგნები, მათ შორის "ჰიბრიდული ომნების" ანატომია, რაც არ შეგვაგზავნინეს, არ შეიძლებაო. ასეთი რამ ხდებოდა 37 წელში საბჭოთა კავშირში, როცა ხალხს ხვრეტდნენ - აკრძალული ლიტერატურა და აკრძალული კინოები არსებოდბა მაშინ. წარმოიდგინეთ, 21-ე საუკუნეში, დამოუკიდებელ საქართველოში აი ასეთ წიგნებზე ცენზურას აწესებენ. ალბათ ცოტა ხანში ამასაც ვეღარ ვიტყვით ან ფბ-ზე თუ დავდებთ, შეიძლება დაგვაპატიმრონ.  ძალიან ცუდად შემოუტრიალდება საბოლოო ჯამში ყევლა იმ დამნაშავეს, რომელიც დღეს მოკალათებულია სამტავრობო სავარძლებში", - ამბობს დაკავებული აქტივისტის მეგობარი. 

ლექსო სამხარაძე დღე დილით მოულოდნელად ისე ჩასვეს მანქანაში, და გადაიყვანეს იზოლატორში, რომ ოჯახისთვის არაფერი უთქვამთ.

მსგავსი სიახლეები