ტირიფონის არხში 30 წლის მამაკაცი დაიღუპა
ტირიფონის არხში 30 წლის მამაკაცი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, 3 დღის წინ მოხდა.
როგორც სოფლის წარმომადგენლელმა "ქართლის ამბებს" განუცხადა, მამაკაცი, სავარაუდოდ, არხში ჩავარდა:
ხმა შემოესმათ, რომ ბიჭი შველას ითხოვდა, მაგრამ ვეღარ უშველეს. ეს არხი ღიად მოედინება, კარგი იქნება თუ სოფლის ტერიტორიაზე მოაჯირები მაინც ექნება. მელიორაციამ გააკეთა არხი" - უთხრა ადგილობრივმა "ქართლის ამბებს".