"სოლიდარობა ჩვენი პასუხისმგებლობაა, რადგან ხვალ შეიძლება ჩვენ დაგვიჭირონ" - გიორგი ბოჭორიშვილი მათე დევიძის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება

14.06.25 16:18
"სოლიდარობა ჩვენი პასუხისმგებლობაა, რადგან ხვალ შეიძლება ჩვენ დაგვიჭირონ" - გიორგი ბოჭორიშვილი მათე დევიძის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება

თელავში მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - კახეთში არიან სინდისის პატიმრებსი ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, მსახიობები და აქტივისტები.

ადგილზე იმყოფება გიორგი ბოჭორიშვილიც. მსახიობი "პირველებთან" ამბობს, რომ სოლიდარობაა დღეს ყველა მოქალაქის პასუხსიმგებლობაა, რადგან ხვალ შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე აღმოჩნდეს იგივე მგომრეობაში, როგორშიც დღეს სინდისის პატიმრები არიან. 

მათეს მიმართ სოლიდარობა და საერთოდ ყველა ჩვენი სინდისის პატიმრის მიმართ სოლიდარობა არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც ნაწილდება მთელ საზოგადოებაზე. დღეს ისინი არიან, ხვალ ჩვენ ვიქნებით, ამიტომ დღეს ჩვენს თავში ძალს თუ არ ვიპოვით, რომ გამოვიდეთ და დავდგეთ, უბრალოდ გაგვტეხავენ წელში. რეჟიმი გვაშინებს, გვამტვრევს, გვცემს, გვიჭერს, გვიჩივის, გვერჩის, ცრუ მომწეები მოჰყავთ - ამას უნდა დავუპირისპიროთ, სიმტკიცე, ნებისყოფა, სიძლიერე, სოლიდარულობა". - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი. 

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები