თელავის ქუჩებში მათე დევიძის მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს

14.06.25 17:25
თელავის ქუჩებში მათე დევიძის მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს

თელავის ქუჩებში მათე დევიძის მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს.

"თავისუფლება მათე დევიძეს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - სკანდირებენ  თბილისიდან კახეთში ჩასული სამოქალაქო აქტივისტები.

მოქალაქეები მათე დევიძის სახლთანაც იმყოფებოდნენ. ისინი ამ წუთებში თეატრისკენ მიემართებიან. პოლიციამ მათ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთი მხარე დაუთმო. ადგილზე იმყოფება თბილისიდან კახეთში გადაყვანილი პოლიციის მაღალჩინოსანი ლაშა გოგნიაშვილი. 

მათეს ქალაქში მის მხარდასაჭერად დღეს ჩავიდნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, აქტივისტები, პოლიტიკოსები და  მსახიობებიც. 

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები