ალბი კორძაიამ იზოლატორი დატოვა

14.06.25 18:12
ალბი კორძაიამ იზოლატორი დატოვა

10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ალბი კორძაიამ იზოლატორი დატოვა - სამოქალაქო აქტივისტმა, რომელიც "თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საბაბით" დააკავეს, "ტვ პირველთან" პირველი კომენტარი გააკეთა და იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორი იყო მისთვის გისოსებს მიღმა გატარებული დღეები.

"ეს 10 დღე საპატიმროში მარტივი არ იყო. არავინ შეიქმნას იმის ილუზია, რომ აქ ჩვენ ვისვენებთ და ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ეს გზა ჩვენ ავირჩიეთ და ვიცით რისკები" - თქვა აქტივისტმა იზოლატორის დატოვების შემდეგ. 

ეს 10 დღე საპატიმროში მარტივი არ იყო. არავინ შეიქმნას იმის ილუზია, რომ აქ ჩვენ ვისვენებთ და ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ეს გზა ჩვენ ავირჩიეთ და ვიცით რისკები, გათვალისწინებული გვაქვს ყველაფერი. ეს 10 დღე წყნარად ჩაივლიდა, რომ არა რიგითი გარემოებები, რომელიც იზოლატორში იყო. პირადად მე იზოლატორში პერსონალი ძალიან კარგად მექცეოდა, მაგრამ ეს იზოლატორი საერთოდ არ არის გათვლილი იმისთვის, რომ 10 დღე გაატაროს. პირველ რიგში, იზოლატორი სრული სიტყვის მნიშვნელობით იზოლატორია. მარტო ხარ საკანში. არ არის იმის საშუალება, რომ შენ ვინმე შემოგისახლონ. კონტაქტი არავისთან გაქვს, გარდა პერსონალისა და ადვოკატებისა, რომლებიც შემოდიან. არ არის ფსიქოლოგი, არ არის ტელევიზორი, ბანაობა არის 3 დღეში ერთხელ. საკანი არის ძალიან პატარა." - განაცხადა ალბი კორძაიამ. 

ცნობისთვის, ალბი კორძაია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 12 აპრილის ღამეს თეა წულუკიანის სახლთან პროტესტის ნიშნად მას შემდეგ მივიდა, რაც თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს „ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირული“ უწოდა.

ამის შემდეგ წულუკიანის შეურაცხყოფის ბრალდებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო და მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ალბი კორძაია 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.

მსგავსი სიახლეები