გავრცელებული ინფორმაციით, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსუბუქი ავტომობილი ერთ-ერთი სახლის წინ მდგომ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ასევე დაშავდა ამავე ავტომანქანაში მყოფი ორი პირი.
"ბათუმელების" ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.