საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები საფრანგეთთან 3:2 -ით დამარცხდა

15.06.25 12:53
საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები საფრანგეთთან 3:2 -ით დამარცხდა

საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველომ მეტოქის კარში ორი გოლის გატანა შეძლო. გიორგი აბუაშვილის და საბა საზონოვის გოლებით საქართველოს ნაკრები მატჩის 89-ე წუთამდე იგებდა, თუმცა მსაჯის მიერ ორჯერ დამატებულ დროში ფრანგებმა ორი გოლის გატანა შეძლეს. გამარჯვების გოლი მე-13 დამატებულ წუთზე გაიტანეს და თამაში ერთ ქულიანი უპირატესობით მოიგეს ანგარიშით 2:3. 

ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ვამაყობ ჩემი გუნდით, ვამაყობ იმ ყველაფრით, რაც ჩენს თავს ხდება ბოლო წლებია. ძალიან დასანანი და გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი, თუმცა რეალურად, იჩინა თავი იმ პრობლემებმა, რომელიც ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო. ბევრი ფეხბურთელი არ არის სათანადო კონდიციაში. არა იმიტომ, რომ ისინი ვინმეზე ნიჭიერები არიან, პირიქით, ისინი ნიჭიერები არიან, მამაცები არიან, უბრალოდ ბევრია სათამაშო, - თქვა მატჩის შემდეგ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძემ.

ფეხბურთელები ერთხმად ამბობენ, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. 

ახლა სატურნორო მდგომარეობა ასეთია:  საფრანგეთს და პორტუგალიას 4-4 ქულა აქვთ, საქართველოს 3 ქულა აქვს, პოლონეთი კი ქულის გარეშეა.

ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდება. მატჩი 17 ივნისს ქალაქ ტრენჩინში გაიმართება. 

 

მსგავსი სიახლეები