ISSA კვლევა: გამოკითხულთა 54,4% ფიქრობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში

15.06.25 13:21
ISSA კვლევა: გამოკითხულთა 54,4% ფიქრობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში

 

 

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის  (ISSA) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლოების 54,5% ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწიელეობას ემხრობა. კვლევის პრეზენტაცია დღეს 15 ივნისს, გაიმართა. 

კითხვაზე, ოპოზიციურა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება:
დიახ - 54,4 %,  არა - 22,3%  არ ვიცი/ უარი პასუხზე - 23,2% .

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევის თანხმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50 % ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე - 50%. 
რეგიონებში 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. 
 
საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპოდენტი მონაწილეობდა. შედგა პირისპირ ინტერვიუ. კვლევის საველე სამუშაოები განხორციელდა
2025 წლის 5-20 მაისის შუალედში. კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზისინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.

მსგავსი სიახლეები