კვლევა: ამ შაბათს რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" თბილისში ხმას ამომრჩევლის 24,6% მისცემდა

15.06.25 13:27
კვლევა: ამ შაბათს რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" თბილისში ხმას ამომრჩევლის 24,6% მისცემდა

თბილისში "ქართული ოცნების" რეიტინგი, 24,6%. ამ მონაცემებს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი(ISSA) დღეს 15 ივნისს აქვეყნებს. კითხვაზე 
ამ შაბათს რომ ადგილობრივი არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ? შედეგები ასე გადანაწილდა: (ალოკაცია) 

ქართული ოცნება - 24,6%

კოალიცია "ცვლილებებისთვის" - 20,6%, 

"გახარია საქართველოსთვის" - 17,2%, 

"ძლიერი საქართველო" "ლელო - ხალისთვის" "მოქალაქეები" - 14,2% , 

"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა"  - 13,9%

"გირჩი" - 3,7 %

სხვა პარტიები  - 5,8% 

 
სურათი განსხვავებულია რეგიონებში. კითხვაზე, ამ შაბათს
რომ ადგილობრივი არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ? შედეგები ასე გადანაწილდა. (საქართველო ალოკაცია) 

"ქართული ოცნება"  - 35,2%

კოალიცია "ცვლილებებისთვის" - 16,9%

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 14,6%

"ძლიერი საქართველო ლელო- ხალისთვის მოქალაქეები" - 13,4% , 

გახარია საქართველოსთვის - 12,4%, ‘

გირჩი- 2,3,7 %

სხვა - პარტიები 5,1% 

საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპონდენტი მონაწილეობდა. შედგა პირისპირ ინტერვიუ. კვლევის საველე სამუშაოები განხორციელდა
2025 წლის 5-20 მაისის შუალედში. კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზისინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.

მსგავსი სიახლეები