ეკონომიკა საქართველოში - ნაპრალი ოფიციალურ მონაცემებსა და ხალხის განწყობას შორის
ეკონომიკის მაღალი ზრდის ოფიციალურ სტატისტიკასა და მოსახლეობის განწყობებს შორის ნაპრალია. მოსახლობის უმეტესობა ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სუსტია. ამის შესახებ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევაშია საუბარი, რომელიც დღეს, 15 ივნისს გამოქვეყნდა.
უმრავლესობა როგორც საქართველოს მოსახლეობაში (66%), ისე რეგიონებში (60%) და, განსაკუთრებით, თბილისში (81%) მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკა მეტნაკლებად სუსტია ან ძალიან
სუსტია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპონდენტი მონაწილეობდა. შედგა პირისპირ ინტერვიუ. კვლევის საველე სამუშაოები განხორციელდა
2025 წლის 5-20 მაისის შუალედში. კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზისინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.