ISSA კვლევა: გამოკითხულთა 41% ოპოზიციის საპრლამენტო ბოიკოტს ემხრობა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (41%) ოპოზიციის საპრლამეტო ბოიკოტს ემხრობა.
კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია რეგიონებში.
ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტის მიმართ შეფასებები ასე გამოიყურება:
საქართველო: სწორია - 41%, არასწორია - 38%
რეგიონები - სწორია - 38%, არასწორია - 41%
თბილისში ყოველი მეორე - 50% პარლამენტს ბოიკოტს ემხრობა, დაახლოებით მესამედი - 32% - არა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპონდენტი მონაწილეობდა. შედგა პირისპირ ინტერვიუ. კვლევის საველე სამუშაოები განხორციელდა
2025 წლის 5-20 მაისის შუალედში. კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზისინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.