არის თუ არა აღსარების საიდუმლო საიდუმლო? - რას ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე
არის თუ არა აღსარების საიდუმლო საიდუმლო? - კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც შაბათის ეთერმა გაავრცელა ექსკლუზიური აუდიოჩანაწერი, რომელშიც მონაზონი მეუფე გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მომზადების დეტალებზე საუბრობს.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელიც მარნეულის ეპარქიას ძალიან კარგად იცნობს, ამბობს, რომ მოსმენები ახალი არ არის და "ოცნება" საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას სწორედ ეკლესიის მეშვეობით ცდილობს. სასულიერო პირმა არც ის გამორიცხა, რომ ინფორმაცია ეპისკოპოსის ლიკვიდაციის შესახებ თავად გიორგი ჯამდელიანს მოეგონებინა და ამისთვის მონაზონი გამოეყენებინა.
ამასთან, დეკანოზი ამბობს, რომ ჯამდელიანსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილ პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს, ამიტომ რეალობის დასადგენად სერიოზული გამოძიების ჩატარებაა საჭირო.
აბსოლუტურად ყველაფერი ისმინება და იწერება საპატრიარქოში, აქედან გამომდინარე, საეპისკოპო რეზიდენციებშიც რომ იგივე ხდება, ეს უეჭველია. მეუფე გიორგის ყოველთვის ჰქონდა ეჭვი, რომ ასევე ტელეფონები ისმინებოდა. ხშირად ყოფილა, რომ ყურში უჩურჩულებია რაღაც ჩემთვის, უთხოვია, ტელეფონი მეორე ოთხაში დავტოვოთ. მე არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ გიორგი ჯამდელიანმა, ვთქვათ, აიძულა მონაზონი, რომ ბრალი დაედო და ცილი ეწამა შინჯიკაშვილისთვის აი, ამ მიმართულებით, რომ დაბრალებოდა მას ეპისკოპოსის მკვლელობა. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ შინჯიკაშვილს ნამდვილად სურდა ის, რაც ითქვა. მაგრამ, აქ ჩნდება, უბრალოდ, ერთი კითხვა: ერთი წლის მანძილზე თუკი შინჯიკაშვილი ცდილობდა და გეგმავდა ჯამდელიანის მკვლელობას, რანაირად ერ განახორციელა. იმიტომ, რომ ის არის ძალიან გავლენიანი და ძლიერი სახელისუფლებო ვერტიკალის და ასევე ვიტყოდი "მაფიის წევრი", - ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისს, წყარომ მიაწოდა აუდიო-ჩანაწერი, რომელიც კონფიდენტის თქმით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანისა და იმ მონაზვნის საუბარს ასახავს, რომელიც სავარაუდოდ, მთავარეპისკოპოსის გასანეიტრალებლად გადაიბარეს.
ჩანაწერის მიხედვით, მონაზონი ეპისკოპოსს ეუვნაბა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი მისი მოწამვლის გეგმას თვეების განმავლობაში ამუშავებდა.
ამავე აუდიო ჩანაწის თანახმად, მონაზონიწმინდა სინოდის წევრს ეუბნება, რომ მისი ლიკვიდაციის სურვილი დღის წესრიგიდან ახლაც არ არის მოხსნილი.
- "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისისთვის დაუდგენელია, რა ვითარებაში მოხდა, ეპარქიის მონაზვნისა და ეპისკოპოსის საუბრის ჩაწერა, თუმცა სამიდან ორი ჩანაწერი, მაღალი გარჩევადობისაა.